გიორგი ვოლსკი: პასუხის გაცემა გვარამიას ამ ფეიკ ნიუსზე ჩემთვისაც შეურაცხმყოფელია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს სიცრუეა
„სამარცხვინო განაცხადება გააკეთა „მთავარმა არხმა“. პასუხის გაცემა გვარამიას ამ ფეიკ ნიუსზე ჩემთვისაც შეურაცხმყოფელია, მაგრამ უნდა ითქვას, სიცრუეა, ტყუილია და ეს ადამიანი შეპყრობილია, მაგრამ რითია შეპყრობილი ნამდვილად არ ვიცი. კი ამბობს, რომ თვითონ ქრისტეს გზას მიყვება და ჩვენ ბარაბას გზას ვადგავართ, მაგრამ რეალურად მე მგონი, ცოტა ავადმყოფურიც გააჩნია თავის ყოველდღიურ შეფასებებში“,- ამის შესახებ ვიცე-სპიკეკრმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მართლაც გრანდიოზობის მანიით არის შეპყრობილი ეს ადამიანი და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, განსაკუთრებით იმ ხალხისათვის, ვინც დეტალებში შეიძლება ვერც ერკვევა. და ავრცელებს ფეიკ-ფოტოგრაფიას, ფეიკ განცხადებას, თითქოსდა რომელიმე ოჯახის წევრი ლაპარაკობს, რომ მათ დიდი წვლილი მიუძღვით ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. რეალურად რასაც აკეთებს, ის არ ვიცით ყველამ, მისმა გუნდის წევრებმა არ იციან, კონკრეტულმა ადამიანებმა არ იციან რამდენი რამ აქვს გაკეთებული და ძალიან თავმდაბალი ოჯახია, წესიერი ხალხია და საამაყო ქართველები არიან”
კომენტარები