“დრიმლენდ ოაზისი”, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“სხვადასხვა სატელევიზიო არხის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონმა ნინო ჭუმბურიძემ (ანუკი არეშიძის დედა და ბატონი კახი კალაძის სიდედრი) თითქოსდა დატოვა ოაზისის ტერიტორია და მისთვის გაკეთდა 15 წუთიანი კორიდორი არ შეესაბამება სიმართლეს. მასთან საუბრის შემდეგ მოვიპოვეთ უფლება, რომ მოგვეხდინა პირის იდენტიფიცირება და ამის დასადასტურებლად გაგვევრცელებინა მისი ტერიტორიაზე ყოფნის დამადასტურებელი კადრები. მოვუწოდებთ ყველა ტელევიზიასა თუ საინფორმაციო საშუალებას თხოვნით, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან ქალბატონ ნინო ჭუმბურიძესთან დაკავშირებით, რადგან ის სრული პასუხისმგებლობით იცავს და ითვალისწინებს ყველა მითითებასა და რეკომენდაციას რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აწესებს.
კომენტარები