ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 3 „ავერსის” კლინიკის თანამშრომელია, 4 ინფიცირებულის წყარო კი უცნობია.
მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 81%-ს შეადგენს.
„დაგვემატა 28 ახალი შემთხვევა, საერთო ჯამში ინფიცირებული 1596 გახლავთ. 28 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 12 არის „დონას” კლასტერთან დაკავშირებული და ჯამში აღნიშნულ კლასტერში 36 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 3 დაავადებულ პირთან კონტაქტია, 3 არის რუსთავის „ავერსის” კლინიკის თანამშრომელი, 2 დადასტურებული შემთხვევა იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში და იქ ეპიდზედამხედველობის კერაში გამოვლენილი პაციენტები გახლავთ, 4 პაციენტზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს კონტაქტების და წყაროს მოძიების მიზნით.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 15-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა არის 81%.
კოვიდ ცენტრებში 275 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. აქედან კრიტიკულად მძიმე 3 პაციენტია, მძიმე 16 პაციენტი”,-განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარები