“ნაციონალურმა მოძრაობამ” კახა ოქრიაშვილის პარტიასთან მემორანდუმი გააფორმა. პარტია “პროგრესი და თავისუფლება” საარჩევნო ბლოკს “ძალა ერთობაშიას” შეუერთდა.
ამასთან, ირკვევა, რომ კახაბერ ოქრიაშვილი დმანისის ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. ის აცხადებს, რომ იმ ნაბიჯებს, რომელიც მისი ყოფილი გუნდის მხრიდან შეცდომა იყო წლების განმავლობაში ებრძოდა.
“თუ რომელიმე პარტიის მოკავშირე ვიყავი, მე არასოდეს ვიზიარებდი პასუხისმგებლობას იმ პრობლემებზე და დანაშაულებზე, რომელიც წარსულში 2012 წლის შემდეგ, თუ მანამდე. ძალიან ბევრი ადამიანი გვიერთდება, მათ შორის ბიზნესიდან, შემიძლია დავასახელო, ესენი არიან, ცეზარ ჩოჩელი და დილარ ხაბულიანი. კიდევ რამდენიმე ადამიანი მალე შემოგვიერთდება და მათ სახელსა და გვარს მყისიერად გაიგებთ,”- აღნიშნა პარტია “პროგრესი და თავისუფლების” დამფუძნებელმა კახაბერ ოქრიაშვილმა.
კახა ოქრიაშვილი, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდში იყო.
კომენტარები