ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, კლუბ „დეჟავუში“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და სწორედ ამ დროს, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების ხმა ფილარმონიასთან დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაიგეს. დაშავებულები ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაშავდა ორი და დაიღუპა ერთი ადამიანი.
„კლუბ „დეჟავუს“ მენეჯერი ჩემი ნათესავია და ვერ ვუკავშირდები. აქვე ვცხოვრობ, აფეთქების ხმა, რომ გავიგე მაშინვე მოვედი“, – ამბობს მედიასთან ადგილზე მოსული მოქალაქე.
კომენტარები