დენდროლოგიური პარკი განცხადებას ავრცელებს:
„დენდროლოგიური პარკის გახსნის დღიდან არ წყდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ ტერიტორიაზე შემოსვლა ფასიანია, ან სულ მალე გახდება.
ამ ტყუილის გავრცელების სიხშირე გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა ამას ვინმე შეგნებულად აკეთებდეს. იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ამ თემით სპეკულირება, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გახსნის დღიდან უფასოა ყველა დამთვალიერებლისათვის.”
კომენტარები