გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი, მიხეილ რამიშვილი “ფორმულასთან” აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში, მის ჩანთაში ვადაგასული პრეპარატებია ნაპოვნი:
“გამოძიება რატომღაც არ ამბობს, იმ წამლებთან ერთად, რომელიც თამუნას ორგანიზმშიცაა აღმოჩენილი, ავტომობილში კიდევ რა წამლებია ნაპოვნი. აღმოჩენილია 7-ზე მეტი სახეობის ვადაგასული წამალი. ეს არის დაახლოებით 2014-2016 წლებში ვადაგასული წამლები.
ამის ამსახველი ფოტოებიც არის. ვკითხე ქალბატონ თეონას და მათ სახლში ასეთი წამლები არასოდეს ჰქონიათ, აფთიაქებში კი ვადაგასულ წამლებს ვერ შეიძენდა. არცერთი აფთიაქი არ გაყიდის ვადაგასულ წამალს.
მინდა ვკითხო გამოძიებას, საიდან აღმოჩნდა ვადაგასული წამლები დალუქულ მანქანაში, თამუნას ჩანთაში.
ქალბატონი თეონა დედაა და თან ექიმი ბრძანდება, ყველა წამალი იცის, რაც შეიძლებოდა მის შვილს დაჭირვებოდა და თან ჰქონოდა. როდესაც ვკითხე მას, გაკვირვებული დარჩა. თქვა, ეს წამლები რაში ჭირდებოდა ჩემ შვილსო. საიდან ჩნდება ამ ჩანთაში ეს ვადაგასული წამლები. ამ ბავშვს საიდან უნდა ჰქონოდა ეს ყველაფერი.
არის, როგორც აბები, ისე ამპულები. ქალბატონი თეონა გაოცებულია, არც სახლში გვქონია ეს წამლები და არც თამუნას ჰქონდა ჩანთაშიო. გამოძიება საერთოდ არ დაინტერესებულა, ეს წამლები რისთვის ჭირდებოდა და როგორ მოხვდა მის მანქანაში.
მოხმარებულ წამლებს რაც შეეხება, ამ გამოყენებული წამლების შუშებს და შეფუთვებს ასე აკურატულად ვინ ალაგებს კოსმეტიკის ჩანთაში და შემდეგ აბრუნებს ხელჩანთაში?”
მიხეილ რამიშვილი ეჭვობს, რომ ბაჩალიაშვილის ჩანთაში აღნიშნული პრეპარატები ჩადეს.
report.ge
კომენტარები