სენაკში კლინიკა “არქიმედეს” ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“ალია” ესაუბრა კლინიკის მთავარ ექიმს, რომელმაც ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ ექიმი ფოთის კატასტროფის ბრიგადაში მუშაობდა დამატებით.
ვიკითხეთ, ჩაუტარდა ყველა პაციენტს, რომელთანაც შეხება ჰქონდა ტესტირება, რაზეც მთავარმა ექიმმა გვითხრა, რომ ექიმი ეკიპირებით შედიოდა პაციენტებთან და რაც შეეხება იმას, ჩაუტარდებათ თუ არა პაციენტებს ტესტირება, ამას გადაწყვეტს ეპიდსამსახური.
სამჯერ გავიმეორეთ კითხვა, ჩაუტარდათ უკვე თუ არა პაციენტებს ტესტირება, სამჯერზე ერთი და იგივე პასუხი მივიღეთ:
-თუ გადაწყვეტს ეპიდსამსახური, ჩაუტარდებათ.
-რაკი, რამდენჯერმე მიმეორებთ, რომ ჩაუტარდებათ, თუ გადაწყვეტს, ესე იგი ჯერ არც გადაუწყვეტით და არც ჩატარებიათ.
მთავარმა ექიმმა გვითხრა, რომ კლინიკა ისევ მუშაობს და ის არ დახურულა.
ბოლო დღეების მანძილზე სენაკიდან არაერთი ზარი მივიღეთ, გვიყვებიან რომ აღნიშნული კლინიკა სავსეა სიცხიანი პაციენტებით, “ალიამ” ეს ინფორმაციაც გადაამოწმა, კლინიკის მთავარი ექიმი გვეუბნება, რომ არ შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს და მხოლო 2-3 სიცხიანი პაციენტი წევს კლინიკაში.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანაში კარანტინი ოფიციალურად მხოლოდ 8 დღით განისაზღვრება, ეს იმას ნიშნავს, რომ 8 დღის მანძილზე, რომელ პაციენტებთანაც ჰქონდა შეხება ექიმს, ყველა უნდა დაიტესტოს – რატომ არ დაიწყო ეპიდსამსახურმა ამ კუთხით უკვე მუშაობდა, გაუგებარია.
ალია
კომენტარები