სააკაშვილის განცხადებები და მისი პრემიერად დასახელება უკვე კომედიურ ჟანრს სცილდება – ამის შესახებ ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
“ქართული ოცნების” წევრის თქმით, სააკაშვილი დაბრუნების შემთხვევაში საპატიმროში მოხვდება.
“ეს განცხადება უკვე კომედიურ ჟანრს სცილდება და უკვე ფსიქიატრიულის განხრით მიდის და დიდი სინანულით მინდა ვთქვა იმ ბინადართა მიმართ, ვინც იქ არიან, მაგრამ იქ პრემიერებიც არიან, მაკედონელებიც, ნაპოლეონებიც, ასე რომ ამ არეალში შეიძლება ამის განხილვა. მაგრამ მგონია, რომ ეს აკვიატება მალე გაივლის და მომავალში სააკაშვილს ვხედავ გულმოდგინე, ენერგიულ ტუსაღად, რომელიც ძალიან შრომისმოყვარე კაცია, რომელიც კერავს იქ ქუდებს, ხელთათმანებს. კანონი უნდა აღსრულდეს, მისჯილი აქვს და აუცილებლად მოხდება პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ თუ რამე მართლაც არის, შეიძლება სამკურნალო დაწესებულებაში გადავიდეს“
კომენტარები