საქართველო ერთი დიდი საშვილოსნო გახდა, რომელიც უცხოეთიდან ჩამოსული ე.წ წყვილებისთვის ქართველი ქალის საშვილოსნოს ექსპლუატაციას ეწევა, უსპობს მას ჯანმრთელობას და საერთოდ აღარ აინტერესებს დაბადებული ბავშვის მომავალი – რა ბედი ეწია მას? იზრდება სრულფასოვან ოჯახში, ანუ ახლადშეძენილ დედ-მამასთან რომლებმაც მისი დაბადებისთვის მინიმუმ 50 000 დოლარი გადაიხადეს! ერთსქესიან წყვილებში, სადაც ,,მშობლები“ ხდებიან მაგალითის მიმცემები! კლავენ ორგანოებით მოვაჭრეთათვის და ამ მოკვდინებით, მდიდარი ავადმყოფი შვილების გადასარჩენად 100-ჯერ უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებენ!
არის თუ არა ეს ერთგვარი ძალადობა ქალზე, რომელიც იძულებულია, ფულის გამო, 9 თვე მუცლით ატაროს სხვისი სპერმითა და კვერცხუჯრედით განაყოფიერებული ბავშვი და მშობიარობის შემდეგ, სხვა სპერმასა და კვერცხუჯრედს დაელოდოს, რათა საკუთარი გულის ქვეშ მყოფი ჩვილი მორიგჯერ გაასხვისოს სახელმწიფოს მიერ ხელდასმული ე. წ. ჰუმანური ექიმების მეშვეობით?
თქვენ ფოტოზე ხედავთ, რეკლამას რომელსაც თბილისში მოქმედი სუროგაციისა და დონაციის ერთ-ერთი ცენტრი, თარგმანში ,,ბედნიერი ოჯახი“ სუროგატ დედებს ეძებს 10 000 დოლარის სანაცვლოდ და იცით, საქართველოში ვიდრე ეს სამარცხვინო საქმე ფესვებს გაიდგამდა რამდენი სუროგატი დედით დაიწყო ჩვილების მდიდარ უცხოელებზე სარფიანი ყიდვა-გაყიდვაა? 3 სუროგატი ქალით! დღეს მათი რიცხვი ოფიციალურად აღრიცხული არ არის, მაგრამ სოკოებივით მომრავლებულ სუროგაციის ცენტრებში, რომლებიც სხვადასხვა სამშობიარო სახლებშია განთავსებული, ჯამურად 150 სუროგატ ქალს ,,ემსახურებიან“ ჩვენი სანაქებო მეანგინეკოლოგები და მინდა გითხრათ შავი დედლებივით დაკეთდნენ სხვისი უბედურების, გაჭირვების გამო მათთან მისული უბედური ქალებისგან განსხვავებით!
სუროგატ ქალებს მრავალი წლის წინ 25 000 დოლარსაც აძლევდნენ, მაგრამ იმიტომ, რომ მათი რიცხვი ამ გაუბედურებულ ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება, დღეს უკვე 10 000 დოლარს სთავაზობენ და ეს იმ დროს, როცა – მყიდველი მდიდარი, მინიმუმ 50 000 იხდის და მორჩენილ 40 000 დოლარს კლინიკა და კონკრეტული მეანგინეკოლოგი მიარბენინებენ სახლში!
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დაგმო სუროგაცია და მკვეთრი განცხადებებიც გააკეთა, მაგრამ გამოხტნენ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, სუროგაციის ბიზნესის ,,კრიშები“ ექიმები და მწყაზარი სახეებით იკითხეს – კი, მაგრამ ვის აქვს უფლება, ოჯახს შვილის ყოლის ნება წაართვასოო?
სავსეა ბავშვთა სახლები ჩვილებით და მიტოვებული ბავშვებით, უნდათ შვილი? – კი ბატონო, მივიდნენ და წამოიყვანონ, გაზარდონ და თუ მაინცდამაინც ბიოლოგიურად უშვილო წყვილია, მაშინ ასეთი ოჯახებისთვის ,,ქართული ტარიფები“ ანუ ხელმისაწვდომი მომსახურება გასწიონ საქართველოში მოქმედმა სუროგაციის ცენტრებმა და უცხოელებივით ნუ გაწეწავენ ფინანსურად! დღეს საქართველოში ბევრი უშვილო წყვილია და იქნებ ვინმემ მიმასწავლოს, რომელ მათგანს აქვს თუნდაც 30 000 ამერიკული დოლარი, უცხოელებისგან განსხვავებით?
საერთოდაც სუროგაცია აკრძალულია და მკაცრად ისჯება ყველა ნორმალურ ქვეყანაში და თუ მაინცდამაინც დასავლეთია საქართველოს პოლიტიკური ვექტორი, მოიძიონ გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ინგლისსა თუ სხვა განვითარებულ ქვეყნებში რამდენ წლიანი სასჯელია გათვალისწინებული სუროგაციის არათუ პროპაგანდის, არამედ ხელის შეწყობაშიც კი? დღემდე პროკურატურაში ტომებად შედგენილი საჩივარი, რომელიც სუროგაციის „დედის“, მარიამ კუკუნაშვილის წინააღმდეგ მოამზადა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და რომელშიც კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი, რა გზით, რა თანხის სანაცვლოდ და ვისთან გაშვილდნენ საქართველოში დაბადებული ბავშვები, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, კუკუნაშვილს ბუზიც ვერ აუფრინეს იმიტომ რომ წონიანი მფარველები ჰყავს ყველა ხელისუფლებაში! უფრო მეტიც, ის და მისი დამქაშები, საქართველოში სუროგაციის მასშტაბური ცენტრის აგბასაც გეგმავენ და ინვესტორებს საუდის არაბეთიდან ელიან!
ამ და სხვა თემაზე გვესაუბრება მეუფე მელქისედეკი (ელიზბარ დიაკონიძე)….
-გამარჯობა მამაო, მე და თქვენ მრავალი წლის წინ გვქონდა საუბარი სუროგაციისა და იუვენალური იუსტიციის შესახებ და სწორედ მაშინ გაჟღერდა „ალიას“ საშუალებით ქართულ მედიაში პირველად, რა ელოდა საქართველოს,თუკი საქართველოს კანონმდებლობა ამ მიმართულებით ჩამოყალიბდებოდა….
-მარიამობას ვულოცავ საქართველოს! შეგვეწიოს მისი მადლი! ამჟამად საფრანგეთში ვიმყოფები, სადაც მაქვს საშუალება, ქართულ არხებს მივადევნო თვალი და მინდა გითხრათ, ლამისაა ჭკუიდან შევიშალო, როგორ ურცხვად, როგორი გაშმაგებით იცავენ ღვთისპირიდან გადავარდნილი, უცხოეთიდან მსუყედ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც სუროგაციას, ისე იუვენალურ იუსტიციას, რომლებსაც ასე სძულთ ჩვენი დედა ეკლესია და მისი საჭეთმპყრობელი პატრიარქი ილია II! როგორც იქნა მოვესწარი იმ დღეს, რომ იუსტიციის მინისტრმა ხმამაღლა გვაუწყა პროცენტული სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი ბავშვი გაიყვანეს საქართველოდან ე.წ. მზრუნველმა, ახალმა მშობლებმა და როგორც აღმოჩნდა, გასხვისებული, სუროგაციით დაბადებული ბავშვების 85% უცხოელებს წაუყვანიათ!!! უბედურება ისიცაა, რომ ჩვენ არ ვიცით, რამდენი ბავშვია ნორმალურ ოჯახებში და რამდენია გეი წყვილებთან და ეს იმ დროს, როცა სწორედ ერთსქესიანი დედ-მამაა დღეს ყველაზე მოწადინებული, ყველაზე მდიდარი და ყველაფერზე წამსვლელი, ოღონდაც იშვილონ პატარა, უმწეო ჩვილი და ის როგორად და სად გაიზრდება, ეს საქართველოში აღარავის აღელვებს! ანდა, ვინმემ მოიკითხა აქედან გაყვანილი ჩვილი, დღეს ცოცხალი არის თუ არა? აგერ სულ ახლახან ამერიკაში უამრავი ადამიანი დააპატიმრეს იმისთვის, რომ სწორედ ჩვილების ორგანიზმიდან აღებული სითხე ყოფილა ახალგაზრდობის და სილამაზის წამალი და ამ უბედურებას ბევრი ჰოლივუდელი მსახიობიც მოიხმარს? რამდენი მდიდარი ოჯახის, ან თუნდაც შეძლებული ოჯახების შვილები არიან ავად? იქნებ ჩვენი, ქართველი დედის შობილი პატარა, ნაწილ-ნაწილ აჩეხეს ორგანოებით მოვაჭრეთა მაფიამ და საქართველოში ჩამოთრეული ე.წ. წყვილები, მათი დისტრიბუტორები არიან მხოლოდ? ამოწმებს ამას ვინმე, ვინ არიან ეს წყვილები, რას საქმიანობენ და ა.შ. თუ მხოლოდ ფულია მთავარი და სხვა დანარჩენი არავის აინტერესებს? გაყვანილი ბავშვებიდან 10 თუ მაინც იზრდება სრულფასოვან ოჯახში, მადლობა უფალს, მაგრამ დანარჩენები?
რატომ ჰგონია ვინმეს, რომ სუროგაცია სიკეთეა იმ ქალისგან, ვინც სუროგატი დედობა გადაწყვიტააა? სუროგაცია უკიდურესად გაჭირვებულ ქვეყნებშია გავრცელებული და დაკანონებული, მაგრამ კანონით ისჯება ყველა იმ ქვეყანაში, რომლებშიც ადამიანები ბედნიერები არიან! არის შემთხვევები და არა ერთი ვიცი, როდესაც ქალს, ვინც ასეთი გზით გააჩინა ბავშვი, არამხოლოდ ფსიქიური პრობლემები შეექმნა, არამედ თავიც მოუკლავთ იმიტომ, რომ მუცლადმყოფი ბავშვი შეუყვარდათ და დედობრივმა ინსტიქტმა მათში მძლავრად იჩინა თავი!იტალიაში ყოფნისას ტელევიზიით ვუყურე რომელიღაც იტალიურ არხზე, ამ უბედური ადამიანების შესახებ დოკუმენტურ ფილმს და ბავშვივით ჩამომდიოდა ცრემლები ამდენი გაუბედურებული, ახალგაზრდა გოგონების გამო…. ინდოეთში სუროგაცია კანონითაა დაშვებული, აგრეთვე შრი ლანკაშიც, ვიეტნამშიც, მაგრამ 2 მილიონნახევრიან საქართველოში, მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ამის დაკანონება როგორ შეიძლებოდაა? ყოჩაღ თეა წულუკიანს და მუხლს ვიდრეკ ჩემი პატრიარქის წინაშე, რომ ბოლოსდაბოლოს შეასმინა საქართველოს ხელისუფლებას – რაა ღვთის ბოძებული და როგორ არ შეიძლება ბავშვებით ვაჭრობა ქართველი ქალების ჯანმრთელობის ხარჯზე!!!
ახლა მეორე უბედურება, რომელზეც არ შემიძლია ჩემი მოსაზრება არ გაგიზიაროთ და რომელზეც მე და თქვენ ჯერ კიდევ მაშინ ვწერდით ინტერვიუებს, როცა იუვენალური იუსტიცია საქართველოში დაკანონებული არ იყო….
-გაიგებდით ალბათ, ამასწინათ 9 შვილი დაუბრუნდა ფუტკარაძეებს ოჯახს, რომლებიც იუვენალური იუსტიციის მსხვერპლებად იქცნენ…
გეფიცებით, ადგილს ვეღარ ვპოულობდი, ამ ოჯახის და საზოგადოების რეაქციას როცა ვუყურებდი ტელევიზიით… გასკდა გული უკვე, გასკდა! მამაცხონებულო, თუ მიმღები ოჯახისთვის თითო ბავშვზე 800 ლარის გადახდა შეგიძლია, ამის ნახევარი ბავშვების დედ-მამას რომ ჩაურიცხო, ხომ საკმარისი იქნება იმ სტანდარტებისთვის, რომელიც ბავშვზე ე.წ. ზრუნვის პროგრამაში გაგიწერეს უცხოელმა ჭკუის დამრიგებლებმაა? აქ საერთოდ კატასტროფა ხდება მაგ დაწყევლილი იუვენალურის გამო და გახსოვთ, რუსი ქალბატონის ბედი როგორ წარმართა ფინეთის მთავრობამ? ვინც არ იცის, მათთვის ვიმეორებ – ქალბატონს ბავშვი იმიტომ ჩამოართვეს, რომ იგი ბავშვზე თითქოსდა რელიგიურად ძალადობდა, რადგან დაჰყავთ ჰელსინკში მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში, რომლის მრევლიც გახლდათ და შვილიც თან დაჰყავდა სულიერი აღზრდის თვალსაზრისით! დღეს დედას შვილს, წელიწადში მხოლოდ ერთჯერ ახვედრებენ და ისიც ნახევარი საათი! ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ ოჯახში, სადაც ეს რუსი გოგონა იზრდება, კიდევ 6 ბავშვია განწესებული და ფინეთის მთავრობა თითო ბავშვში 2500 დოლარს უხდის ,,ახალ დედას“ იმისთვის, რომ ბავშვებმა თავი უკეთესად იგრძნონ, ვიდრე ამას ბიოლოგიური მშობლები უზრუნველჰყოფდენენ, გესმით თქვენ?
იგივე მოხდა საქართველოშიც, 9 შვილი ხელიდან გამოსტაცეს მშობლებს, მშვილებელ ოჯახს მგონი, 600 ლარს უხდიდნენ და ვიმეორებ, ეს არ მოხდებოდა შემთხვევით, აქ ისევე როგორც ფინეთში, ერთგვარ კორუფციულ ნიშნებს ვხედავ, თორემ სად გაგონილა, სიდუხჭირის გამო დედას შვილები წაართვა და ვისაც ის ბავშვი მიაშვილე, იმას ფული უხადოს მთავრობამ, მიმიხედე ამ ბავშვსოო? დალოცვილო, თუ გაიგებ, გიმეორებ – ბიოლოგიურ ოჯახს დაეხმარე, ხელი შეუწყვე მშობლებთან იცხოვრონ ბავშვებმა და ერთ ჭერქვეშ დაზრდილი დედ-მამისშვილების სიხარული გაიზიარე, რას მიარბენინებ, სად მიარბენინებ თუ მართლა სახელმწიფოს ემსახურები?
საერთოდაც, ვფიქრობ, უნდა გაკონტროლდეს თითოეული კაპიკი, მართლა ბავშვების საკეთილდღეოდ იხარჯება თუ არა? მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ მიმღები ოჯახების დიდი უმრავლესობა, ამ ,,ბიზნესით“ არსებობს და ისევე როგორც სუროგაციაში, აქაც მავანთა გრძელი საცეცებია!
-ალბათ გაიგებდით, 11 წლის ბიჭუნას ტრაგედიას, რომელიც მამის სისასტიკეს ემსხვერპლა და ვინ იცის, იქნებ უკეთესიც იყო, რომელიმე ოჯახში მიეყვანათ და ამ უბედურებას გადარჩენოდა საწყალი ბავშვი…
მე როგორც ვიცი, ამ ბიჭის დედა, საბერძნეთში მუშაობს და ეკონომიურად არ უჭირდა ოჯახს, რომ ბავშვი ამ კუთხით გაეყვანათ სხვა ოჯახში… ამ უბედურებაში უპირველესად დამნაშავეა საზოგადოება, ძალოვანი სტრუქტურები და ის სამეზობლო, რომელსაც ესმოდა, ხედავდა, მაგრამ დუმილს ამჯობინებდა მოძალადე მამის შიშით, ჩვენც არ მოგვდგეს და არ გვცემოსო…. ეეეჰ, აცხონოს ღმერთმა პატარა კაცი, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ არ ვვარგივართ, ჩვენ, თორემ ამდენი უბედურება, ამ პატარა ქვეყანაში სადაც ყველა ყველას იცნობს, ყველა ერთმანეთის ნათესავია და ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის, არ უნდა ხდებოდეს! ასე დიდხანს გაგრძელება რომ აღარ შეიძლება , მგონი უკვე ვხვდებით, იმიტომ რომ ყოველდღე და ყოველწუთს საქართველოში კვდებიან ახალგაზრდები და ხვალ ვისღა უნდა დარჩეს ჩვენი სამშობლო, გვიფიქრია ამაზე?
ღმერთმა დალოცოს სარულიად საქართველო და კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ღვთისმშობელს, გვიხსნას ამ დიდი განსაცდელისგან!
ირინე გოგოსაშვილი, ალია №31
კომენტარები