ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში, წერს:
“აი ძალიან არ მსიამოვნებს ამის დაწერა, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, თუნდაც იმიტომ, რომ გენეტიკოსის, ექიმის და მეცნიერის, ვიქტორ მოროშკინის შვილი ვარ!
შევისწავლე ათი დღის განმავლობაში ჩვენი სახელოვანი ეპიდემიოლოგების სტატიებზე კომენტარები.
ათასობით გინება-არცერთი მოწონება,
ათასობით წყევლა-არცერთი მადლიერი სიტყვა,
ათასობით გაწბილება, არცერთი მოფერება!
ახლა დავფიქრდეთ რა ხდება!!!!
ვირუსი აშკარად მუტირებული და დამარცხებულია, არც ისე საშიში არ აღმოჩნდა, როგორც აღნიშნა ლევან რატიანმა და ჩაქოლეს უფროსებმა….
სახეზეა ცრუ განგაში, ფსევდო სენი, სიურეალისტური პანდემია…
აი სკოლაში, რომ გვეზარებოდა წასვლა და რაღაცას ვიგონებდით…
მტკივა დანგრეული ეკონომიკა, გაპარტახებული ტურიზმი, კოვიდშეშლილი ადამიანები (ყველას ფსიქიკამ ვერ გაქაჩა) მტკივა შებღალული თეთრი ხალათი…
P.S. ეს “დაჟე” ვაკის საცობზე უარესია
ჰიპოკრატე ნერვნო კურიტ ვ კორიდორე….
ლხინი აქა, მიშა იქა, ჯანი აქა ქატო იქა…”
კომენტარები