19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ცრუ დასმენის ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
ბრალდებულის ადვოკატის, ანა ჟღენტის განცხადებით, ვერონიკა დანაშაულს აღიარებს. მისივე თქმით, ცრუ-ინფორმაცია ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა და სენსაციური მასალის შექმნა სურდა.
პროკურატურამ სასამართლოს, ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების გამო, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.
ცნობილია, რომ პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მოსამართლემ ვერონიკა აროინია 2500-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.
პრაიმტაიმი
კომენტარები