ინდური პრესის უწყებით, სასწრაფოს მანქანის მძღოლმა 19 წლის კოვიდინფიცირებული ჯერ გააუპატიურა შემდეგ კი კლინიკაში მიიყვანა.
ამავე ინფორმაციით, 19 წლის გოგოს ოჯახის წევრებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. გარკვეული ხნის შემდეგ ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ თავადაც ინფიცირებული იყო.
სასწრაფო მანქანის მძღოლმა ახალგაზრდა დაუსახლებელ ადგილზე გაიყვანა და იქ მასზე ძალა იხმარა. ამასთან ის გააფრთხილა, რომ არასად არაფერი წამოსცდენოდა მომხდარის შესახებ .
გოგომ საავადმყოფოში ექიმებს მომხდარის შესახებ უამბო, ექიმები კი პოლიციას დაუკავშირდნენ. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგო გაუპატიურებელი იყო. პოლიციამ სასწრაფოს მძღოლი, 29 წლის ნუფალი იმ ღამესვე დაპატიმრა. ნუფალმა დანაშაული აღიარა.
კომენტარები