გიორგი გახარიამ “უკიდურესად ამაზრზენი” უწოდა ლევან იზორიას ძმის, კიტა იზორიას საქციელს, რომელმაც პოლიციელს შეურაცხყოფა მიაყენა და “ფორმის გახდით” დაემუქრა. შეგახსენებთ, კადრები, სადაც ასახულია, როგორ აკავებს პოლიციელი კიტა იზორიას, ხოლო შემდეგ ლევან იზორიას პირადი მძღოლისა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა ჩარევის შედეგად, ათავისუფლებს.
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ უფრო უარესი შეფასება ექნებოდა, კადრებში რომ მისი ძმა ყოფილიყო:
„მე რაც ამ კადრებზე ვნახე, ეს უბრალოდ ამაზრზენია, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. იზორია კი არა ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა. ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, საკუთარი სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ეს იყო უკიდურესად ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებზე ვნახე“
და კიდევ უფრო ამაზრზენია, ბატონო პრემიერო, გომელაური რომ პოლიციელს ადანაშაულებს და იზორია ამბობს, ჩემს ძმას ხელბორკილი ტყუილად დაადეს, შეურაცხყოფა არ მიუყენებიაო.
კომენტარები