სოციალურ ქსელში არ წყდება საუბრები “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ანალიტიკოსის, გია აბაშიძის სიაში ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით. “მეტრონომი” მას დაუკავშირდა და ჰკითხა, არის, ან აღმოჩნდება თუ არა ის საბოლოოდ სიაში.
აბაშიძის თქმით, პარტიის დაფუძნების დღიდან ის “ოცნების” დეკლარირებული მხარდამჭერია და ნებისმიერ დროს მზადაა დათანხმდეს მმართველი პარტიის მხრიდან შემოთავაზებას.
“შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა. ისე, საქმიანი კომუნიკაცია მუდმივად მაქვს მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. არაფერი ვიცი. თუ იქნება შემოთავაზება, დავთანხმდები. ამჟამად ვაგრძელებ “იმედთან” თანამშრომლობას. რომელ ფლანგზეც მიიჩნევს “ქართული ოცნება” რომ დავეხმარო, მზად ვარ. მე ამ პარტიის დეკლარირებული მხარდაჭერი ვარ დაფუძნების დღიდან” – უთხრა “მეტრონომს” გია აბაშიძემ.
კომენტარები