კორონავირუსის 158 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 87-აჭარას, 18 კი თბილისს უკავშირდება – ინფიცირებულების შესახებ ინფორმაცია მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.
მისივე განმარტებით, 28 ინფიცირებული სამეგრელოს განეკუთვნება, 19 იმერეთი, 6-გურია.
„დღეისთვის დაგვემატა 158 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 2075. ეს 158 დადასტურებული შემთხვევა ასეთი განაწილებითაა – 87 არის აჭარა, 28 არის სამეგრელო, 19 არის იმერეთი, 6-გურია და 18-თბილისი. ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ეს ჩვენ პანიკის საფუძველს არ გვაძლევს და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ შედარებით წყნარად ვიყოთ და ავხსნი, რატომ არ არის ეს პანიკის საფუძველი. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მყისიერი, სწრაფი, თანაზომადი ქმედებები განხორციელდა მთავრობის, ჯანდაცვის საინისტროსა და დაავადებათა კონტროლის მიერ, ძალიან სწრაფად მოხდა ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება და მათი გამოკვლევა,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისისვე განმარტებით, ბათუმსა და ცაგერში ვირუსი თითქმის ლოკალიზებულია.
კომენტარები