ცნობილი ტელეწამყვანი მაია ასათიანი აცხადებს, რომ თავს შეუძლოდ გრძნობს და კორონავირუსით ინფიცირებაზე ეჭვობს. ასათიანის თქმით, მას კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა შეხება.
„გუშინ ჩავაბარე კორონავირუსზე ტესტი, პასუხი უარყოფითია. უშუალო კონტაქტი მქონდა კოვიდინფიცირებულთან და დღეს მაქვს სიცხე.
რომ გითხრათ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, მოგატყუებთ, მაგრამ სულით არ ვეცემი. ხვალ მეორე ტესტი უნდა ჩავაბრო და მერე გამოჩნდება რა და როგორ იქნება. მადლობა გულშემატკივრობისთვის“- აცხადებს ასათიანი.
კომენტარები