“ლელოს” მაჟორტირატი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია რუსთავში ჰაერის დაბიძურების საგანგაშო მაჩვენებელზე საუბრობს და პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას რუსთავის მაცხოვრებლების განზრახ მოტყუებაში ადანაშაულებს.
გეგელიას თქმით, რუსთავში ჰაერი საგანგაშო ნიშნულზეა. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კი 8 წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
“სანამ პრემიერი გიორგი გახარია და „ქართული ოცნება“ რუსთაველებს ურცხვად ატყუებს, რომ მის მთავრობას დაბინძურებული ჰაერის პრობლემა აინტერესებს, მაშინ, როცა 8 წლის განმავლობაში ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რუსთაველების დაწამვლა ყოველდღიურად გრძელდება. „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის“ ცნობით, დღეს რუსთავის ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების შემცველობა მრავალჯერ აღემატება სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის დასაშვებ ნორმას.დღეს ამ ქალაქის ჰაერში PM10-ის შემცველობა 132.39 მკგ/მ3-ია, მაშინ, როდესაც, უარეს შემთხვევაში, ნორმა უნდა იყოს 35-50. ხოლო PM2.5-ის შემცველობა არის 60.07 მკგ/მ3, მაშინ, როცა, უარეს შემთხვევაში, ნორმა უნდა იყოს 20-25. ვიმეორებ, ეს არის მყარი ნაწილაკების შემცველობა, რომელიც უკიდურესად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ბავშვთა განვითარებისთვის, ადამიანის გონებრივი ნაყოფიერებისთვის,”-აცხადებს გრიგოლ გეგელია.
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატიბის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანაში არაებული არასწორი პოლიტიკა ჩვენს მოქალაქეებს კლავს.
“მოქმედი და წინა ხელისუფლების გულგრილმა, ანტი-ადამიანურმა პოლიტიკამ რუსთაველები პირდაპირ გაწირა ნელი სიკვდილისთვის და ამ ქალაქის ხალხის ფუნდამენტური უფლება ფეხქვეშ გათელა, როდესაც მათ წაართვა ჯანსაღი ცხოვრების შანსი.მაგრამ, ეს დაწყევლილი წრე ამ შემოდგომაზე დასრულდება. პირობას ვდებ, რომ დაბინძურებული ჰაერის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება „ლელოს“ გამარჯვებიდან 300 დღეში, როდესაც ჩვენ გავამკაცრებთ კანონდემბლობას, შემოვიღებთ უმკაცრესი აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს და დავნერგავთ რუსთავის სპეციალური გამწვანების პროგრამას,”- განმარტავს გეგელია.
კომენტარები