DAILY MAIL-ის ინფორმაციით, იტალიური სამგზავრო-საკრუიზო ხომალდი , რომლის ბორტზეც 7000 ადამიანი იმყოფება, სანაპიროსთან დააკავეს, მას შემდეგ რაც ჩინელი ქალი კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით ცუდად გახდა.
კოსტა-ესმერალდას ხომალდი ამ დროისთვის ჩივიტავეკიაში, რომიდან 35 მილში იმყოფება. მას შემდეგ რაც ჩინელ 54 წლის ქალს აღმოაჩნდა მწვავე სიმპტომები, თავის ქმართან ერთად იზოლირებულ ოთახში მოათავსეს, სადაც ვირუსზე მიმდინარეობს ამ დრომდე ტესტირება.
გავრცელებული ინფორმაციით, მანამ სანამ ინფიცირებასთან დაკავშირებით პასუხები არ გახდება ცნობილი, მგზავრებს ეკრძალებათ ხომალდის დატოვება. საკრუიზო გემზე 6000 მგზავრი და 1000 ეკიპაჟის წევრია.
მიუხედავად იმისა, რომ მგზავრს მხოლოდ ნიშნები აქვს – კარანტინში დატოვეს ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი.
ჩვენთან, ცოტა ხსნის წინ ჩინეთის 9 მოქალაქე გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში და არც ერთი მოქალაქის გადაყვანა არ მოხდა სპეციალური აღჭურვილობით, პირბადეც კი არ ეკეთათ ვირუსის სიმპტომების მქონე პაციენტებს.
კომენტარები