პრემიერმა ჯერ კიდევ გუშინ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ჩინეთთან პირდაპირი ფრენა და მიმოსვლა დროებით შეწყდება.
დღესაც იგივე გაიმეორა პრემიერმა.
მიუხედავად ამისა, დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა – რომ მიმდინარეობს ჩინეთიდან ჩამოსული ადამიანების აღწერა, თვეში 5 ათასი ადამიანი შემოდის ხოლმე და აი, დღეს 110 ადამიანი ჩამოფრინდაო.
რა ხდება მანდ, ზემოთ? განცხადებები მაინც შეათანხმებთ!
მზად არ ხართ, არ ხართ – პანიკის გარეშე მაინც იმოქმედეთ!
ჩვენ გვაქვს პანიკის უფლება – ერთი პანიკა ისაა, როგორი მთავრობა გვყავს და მეორე პანიკა – ვირუსი.
თქვენ არ გაქვთ ახლა პანიკის უფლება, არა! არც ჩვენი დახოცვის უფლება გაქვთ!
ალია
კომენტარები