ამ ეტაპზე საშიში და საგანგაშო ჩვენს ქვეყანას არაფერი აქვს, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს. პირველ რიგში, რომ არ მოხდეს ვირუსის მასშტაბური გავრცელება და მეორე, დავიცვათ ჩვენი თავი და გარემო, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა„POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„ის ფაქტი, რომ ვირუსის გავრცელება და ინფიცირებულთა მატება ჩვენს ქვეყანაში მოხდებოდა, ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ საბედნიეროდ ეს არ ხდება ისე გლობალურად და გრანდიოზულად, როგორც იტალია, საფრანგეთსა და ესპანეთში მოხდა. ყველა გავუფრთხილდეთ ჩვენს თავს, რომ არ ვიყოთ ვირუსის გამავრცელებლები. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის რეალობა, რა რეალობაშიც დღეს გვიწევს ცხოვრება. უნდა ვიცხოვროთ და ვიბრძოლოთ კორონავირუსთან ერთად და ვიბრძოლოთ ისე, რომ გადავრჩეთ ადამიანები და დავამარცხოთ ვირუსი“
კომენტარები