ისრაელში კიდევ ერთ ქალს აღმოაჩნდა ვირუსის ნიშნები.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამის შესახებ თავად ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს.
ცნობილია, რომ ქალს არ სურდა კლინიკაში გადასვლა და იგი ნების საწინააღმდეგოდ იქნა გადაყვანილი.
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა იაკოვ ლიცმანმა, 27 იანვარს გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ უსაფრთხოების წესების გამკაცრების გარდა, ქვეყანა იტოვებს უფლებას, პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოახდინოს მისი იზოლირება და გადაყვანა იზოლატორში.
კომენტარები