ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ამ წუთებში ხურვალეთში განახლდა ბორდერიზაცია. ცხელი ხაზი არ გაგიცივდეთ, ბატონებო.
ერთი საინტერესო ფაქტი – როგორც კი ოკუპანტები ხედავენ ჟურნალისტებს, აქტივისტებს, ეგრევე წყვეტენ მუშაობას და ტოვებენ შესაღობ ლოკაციას.
ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას:
ჩვენ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” მზად ვართ კვლავ განვაახლოთ 24 საათიანი პატრულირება ხურვალეთში, ნიქოზში, ატოცში, რომელიც შეწყდა თქვენი აკრძალვის და ჩვენთვის მისასვლელი გზების გადაკეტვის საფუძველზე.
ასევე მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს აქტიურად გააპროტესტოთ მიმდინარე ოკუპაცია, მოვთხოვოთ ხელისუფლებას რეალურად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
ძალა ერთობაშია!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”
კომენტარები