ევროპაში ტატუს სპეციალისტებს ჯანმრთელობისთვის საშიში ზოგიერთი საღებავის გამოყენებას აუკრძალავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის ქიმიურმა სააგენტომ ევროკომისიის დაკვეთით, იმ 4 ათასი ქიმიკატის სია შეადგინა, რომელიც მწვანე და ლურჯ პეგმენტებს შეიცავს და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
საღებავები მძიმე ლითონებისა და სხვა ტოქსიკური სუბსტანციების შემცველია და კანის დაავადებებისა და ალერგიის გამოწვევის რისკს ქმნის.
შვეიცარიაში აკრძალვის წინააღმდეგ სპეციალური პეტიციაც კი შეიქმნა.
ტატუს სპეციალისტები აცხადებენ, რომ აკრძალული პიგმენტების გამოყენებაზე უარს არ იტყვიან.
კომენტარები