ქობულეთში “ქართული ოცნების” ოფისთან საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები სესხების ერთი წლით გადავადებასა და სახელმწიფოსგან პროცენტის სუბსიდირებას ითხოვენ.
მათივე თქმით, პანდემიის გამო სეზონი ჩავარდა და საბანკო დავალიანების გადახდას ვეღარ შეძლებენ. საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს გუშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დღეს კი ქობულეთის მერი შეხვდა, თუმცა შეღავათებთან დაკავშირებით მათი შეთავაზებები აქციის მონაწილეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა 18 სექტემბრისთვის მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსეს.
კომენტარები