შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგში რუსეთის მოქალაქე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ დარიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებულის ვ.გ.-ს მამას, ა.გ.-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, ა.მ.-მ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ა.გ. გარდაიცვალა.
მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ, გარდაცვლილის შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა.მ.-ს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
პოლიციამ ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები