რომელ საინფორმაციო საშუალებას ენდობით ყველაზე მეტად? – გამოკითხულები ორ ტელეკომპანიას ასახელებდნენ, IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40 % ტელეკომპანია იმედს ასახელებს პირველ არჩევანად, ხოლო მეორე არჩევანი გამოკითხულთა 50%-სთვისაა.
მას მოსდევს, “მთავარი არხი” – 16%-ით, რომელიც მეორე არჩევანია გამოკითხულთა 24%-სთვის.
- რუსთავი 2-ს რომელსაც 25 წლიანი ისტორია აქვს – გამოკითხულთა 11% ენდობა.
- TV პირველს – 5 %
- პალიტრანიუსს, აჭარის ტელევიზიას, საზოგადოებრივ მაუწყებელს , ფორმულას, ობიექტივს, სპატრიარქოს ერთსულოვნებასა და პოს TV-ის კი მხოლოდ გამოკითხულთა 1 % ენდობა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 4-21 აგვისტოს ჩატარდა და 18+ ასაკის 1500 ადამიანი გამოიკითხა.
კომენტარები