დღეს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მას მესენჯერში ფოტო ჩაუგდეს ქორწილის და კიდევ ერთხელ გვთხოვა, გადავდოთ ქორწილი.
თავის დროზე, ამირანი “ფაბრიკასთან” დამდგარ რიგსაც ასევე გამოეხმაურა, თუმცა, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს არასოდეს, დენდროლოგიური პარკის წინ დამდგარ რიგზე.
“ალიას” ბატონი ამირანი მესენჯერში არ გვიპასუხებს, ამიტომ აქედან მივაწვდით ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, როგორც წერენ ფოტო პირველ სექტემბერსაა გადაღებული, ფოტოს კომენტარების ნაწილი:
“კორონა არა ისი” – განაცხადა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა და მეუღლეს – საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერს მორცხვად ჩაეხუტა…..”
“პარლამენტის ვიცე სპიკერი ილია ნაკაშიძისთვის არ არსებობს ვირუსი? ქორწილში ერთ მაგიდასთან ამაზე მეტი ხალხი სხდება?”
“არ არსებობს სიყვარული ტკივილის გარეშე განაცხადეს ინფექციონისტებმა და ერთმანეთს ჩაეხუტნენ”
“რესპუბლიკურის და ინფექციურის ექიმები ერთად შეკრებილან და აკი გადაჭედილია კლინიკები და დასასვენებელი დროც არა გვაქვსო?”
“ღია სივრცეა უკან სიმწვანეს ვერ ხედავო?–არ უთქვამს ჯერ არავის?”
“ექიმების კლასტერი ყველაზე დიდია და ამათაც კი არ სჯერათ კორონას, ხომ ხედავთ? არც დისტანცია, არც პირბადე, 15 ადამიანი + ვინც ფოტოს იღებს….”
“ცირკია რა, და ესენი გვიშლიან ცხვირში თითის შეყოფასო…”
“რა ვიცი, ჩვენ კი ჭკუას გვასწავლიან და ბნელებს კი გვიწოდებენდა… ერთი რას იტყვიან ამ ფოტოზე? შაპიტო ვართ !!!”
“ჩვენ ჯარიმა. მაგათ ქეიფი. .ჯარიმისტები სად არიან.”
“ჩვენ რომ დაგვჩხავიან დისტანციაზე და ნიღბებზე ის მზრუნველი ხალხი სადაა, ამათზე რას ამბობენ?!”
“აბა სექსები პირბადითო?”
შეგახსენებთ, ილია ნაკაშიძის მეუღლე ციური აბულაძე შპს. სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორი გახლავთ.
ხვალ, 18 სექტემბერს ქალბატონი ციურის დაბადების დღეა და აბა, თქვენ იცით, ბატონი ამირანიც ბათუმში ბრძანდება და იქნებ, ერთად იქეიფოთ.
ალია
კომენტარები