პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა და ის მხოლოდ ტელევიზიებშია გაზრდილი. ამის შესახებ მან IRI-ის კვლევის იმ ნაწილის შეფასებისას თქვა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეები გამოწვევად ეკონომიკურ პრობლემებსა და კრიმინალის ზრდას ასახელებენ:
“რაც შეეხება კრიმინალის ზრდას, კრიმინალი იზრდება ტელევიზიებში და ამის საუკეთესო მაგალითია სპეკულაციები, რომელიც გვესმის ორ საქმესთან დაკავშირებით. ორივე საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და ბოლომდე მივა ეს საქმე, თუმცა ჩვენ სპეკულაციები გვესმის ყოველდღე.“
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ხელისუფლების მთავარ წარუმატებლობად გამოკითხულთა 10% უმუშევრობას ამბობს, ცრუ დაპირებებსა და ეკონომიკურ სიდუხჭირეს 9-9%, კრიმინალის მატებას კი 6%.
კომენტარები