რამდენიმე კვირის წინ, მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ვაკეში შექმნილი სატრანსპორტო მოძრაობის გამო, იძულებული იყო ყიფშიძეზე მდებარე სახლი გაეყიდა.
ამჯერად ნინიმ რადიო “ფორტუნასთვის” ისაუბრა:
“ისეთი საშინელი ვითარება იყო, სანამ ხალხი გაერკვეოდა, მართლა შეუძლებელი იყო სახლში დაბრუნება. სამჯერ მინდოდა სახლში დაბრუნება და ვერ მივედი. კაფეში ვიჯექი, ყავა დავლიე, მერე მცხეთაში წავედი. ორი წელია, ყიფშიძეზე ვცხოვრობ. თუკი დისკომფორტი შემექმნა, შეიძლება, ვიფიქრო ბინის გაყიდვაზეც.
მე მცხეთაში სიამოვნებით ვიცხოვრებდი, სადაც სახლი გვაქვს, მაგრამ ელენე სკოლაში წასასვლელი-წამოსასვლელია და ამის გამო ვარ თბილისში.
ვფიქრობ, სოციალურ ქსელში ყველამ უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი. ვიღაცის უკმაყოფილება თუ კმაყოფილება მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღების დროს. ტყუილად ხომ არ ვიგონებთ ამ პრობლემას ამდენი ხალხი? ე.ი. ნამდვილად არსებობს.
მე ძალიან მომწონს ის პოლიტიკა, რომ ხალხმა იაროს ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დღეს, მაგალითად, ფეხით ვიარე ვარჯიშის ადგილამდე და იქიდან სახლამდე.
თუ დრო გაქვს, რატომაც არა. მე რომ მქონდეს ისეთი სამსახური, რომ დილას ცხრაზე იქ უნდა ვიყო და საღამოს ექვსზე დავბრუნდე, რატომაც არ ვისარგებლებ საზოგადოებრივი ტრანსპორტით?
ვიცი, რომ ამაზე მიდის მუშაობა და სიამოვნებით დავუჭერ მხარს, მაგრამ როცა ასეთი საგიჟეთია და გაუმართავი შუქნიშნების პრობლემა დგას, აუცილებლად უნდა დავწეროთ.
მეც ხანდახან ძალიან მწვავე სტატუსებით გამოვირჩევი, თუმცა ასეთი ხასიათი მაქვს და არ ვნანობ. ვიღაცები არ წერენ და მეკითხებიან, კარგი რა, არ გეზარებაო? არ მეზარება. უფრო ის მეზარება, სახლში რომ ვერ მივდივარ”
კომენტარები