„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრი თეონა ჭალიძე „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან მორიგ თავდასხმაზე საუბრობს და საგამოძიებო უწყებებს დროულ რეგიარებისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, მსგავსი ქმედებები არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირებულია და აღნიშნული დაჯგუფებები სახელმწიფოს მხრიდან არიაბ წახალისებულნი.
„ისანში, მეტრომშენის დასახლებაში, კერძოდ, წალენჯიხის 12 ნომერში მორიგი ვანდალიზმის ფაქტი მოხდა. ეს არის თავდასხმა „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ სააგიტაციო საარჩევნო მასალაზე. „ქართული ოცნების“ აქტივისტების ასეთი ქმედებები სწორედ,რომ წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან, რადგან არც ერთ მსგავს ფაქტზე გამოძიებები არ სრულდება, ზოგ შემთხვევაში არც დაწყებულა და დამნაშავეები არ დასჯილან. როდესაც ჩვენი სააგიტაციო მასალა ზიანდება გარშემო კამერების ჩანაწერები, სწორედ იმ დროს არასდროს არ არის, ამ მიზეზით გამოძიებას საქმე ბოლომდე არ მიჰყავს და შედეგად ვიღებთ იმას, რომ მსგავსი ქმედებები უფრო და უფრო ხშირდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად და უფრო მეტცი, წახალისებულია სახელმწიფოს მიერ. ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელია ჩვენთვის! „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ, ეყოთ სინდისი, გამბედაობა და თავიანთი აქტივისტები დააწყნარონ, დაამშვიდონ და დასაჯონ. . ვერც კი წარმოვიდგენ, რას უზამთ მაგალითად, „ქართული ოცნების“ ბანერი ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლმა ან მხარდამჭრმა, დააზიანოს ან ოფისებზე თავდასხმა განახორციელოს. რა თქმა უნდა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებოდნენ ისინი,მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კი ოპოზიციას ესხმიან თავს? რა თქმა უნდა, ამ დროს შერჩევითი სამართალია და ხელისუფლებაც ასე სჯობს დამნაშავეებს. შესაძლოა, და დარწმუნებულიც ვარ ასეთი ქმედებების ჩამდენებს „ქართული ოცნების“ ოფისებში მადლობასაც კი ეუბნებიან, “ – აცხადებს თეონა ჭალიძე.
კომენტარები