მეყველეთა გილდიის თავმჯდომარე – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება, პოსტს “ნიუპოსტი” ავრცელებს:
“დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ და თითქმის არაფერი გამომიტოვებია თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიაზე.
თავიდანვე დავწერ და არაერთხელ, არაერთი ტელევიზიით მისაუბრია ჩემს პირად ტრაგედიაზე. მე მყავს სუიციდისტი შვილი და ბევრჯერ გამოვძვერით სიკვდილის კლანჭებიდან და ვაი, ამ გამოძრომას.
ეს ჯოჯოხეთია და არავის ვუსურვებ, მტერსაც კი…
ყველა ფაქტის – გაცხადებულის შეჯერებით ჩემთვის თამუნას თვითმკვლელობა დადასტურებულია. ვიცნობ ამ განცდას ზედმიწევნით კარგად.
ამ გოგონამ უარი თქვა თქვენნაირების და ჩემნირების გვერდით თანაცხოვრებაზე.
რა არ დააბრალეთ ბავშვს – პედოფილია, ქურდობა, აგენტობა, შანტაჟი… არ ხართ თქვენ ადამიანები…
და ბოლოს, არ გამოდის ამ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ბავშვებისგან გირგვლიანის გამოძერწვა.
დაინდეთ ტრაგედიისგან გამწარებული მშობლები, ავაზაკებო!!!”
კომენტარები