ევროპული საქართველოს“ განცხადებები მხოლოდ მათ ინტერესებს აზიანებს და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები დარწმუნდებიან, რომ „ქართული ოცნებასთან“ რეალურად მებრძოლი პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი “2020NEWS”-თან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომ მისი პარტია არ ითანამშრომლებს არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
„ძალიან სამწუხაროა „ევროპული საქართველოს“ პოზიცია. ეს აზიანებს პირველ რიგში მათ ინტერესებს იმიტომ, რომ მოგეხსენებათ ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მათი მაჟორიტარობის კანდიდატებისათვის, სადაც ერთიანი კანდიდატებია წარდგენილი.
ეს განცხადებები ნიშნავს, რომ ისინი აზიანებენ საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატების შანსებს.
მსგავსი განცხადებები კიდევ უფრო დაარწმუნებს ჩვენ ოპოზიციური განწყობის მომხრეებს, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი და რეალური ალტერნატიული პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“ და მის გარშემო გაერთიანებული პარტიები, ასევე პირადად მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი გაერთიანება.
დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი განცხადებების ფონზე ჩვენი პარტიის მხარდაჭერა გაიზრდება და ამ არჩევნებზე შედეგი კიდევ უფრო დამაჯერებელი იქნება. „ევროპულ საქართველო“ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს აზიანებს იმიტომ, რომ ამომრჩევლის დაკვეთა არის ერთიანობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“ , – განაცხადა სამადაშვილმა.
კითხვაზე, შეძლებენ თუ არა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე პარლამენტში გარკვეულ საკითხებზე შეთახმებას, როდესაც წინასაარჩევნო პროცესში სერიოზული უთანხმოება აქვთ, სამადაშვილი აცხადებს, რომ ამაზე წინასწარ საუბარი არ სურს.
„დაველოდოთ არჩევნების შედეგებს და არჩევნების შედეგები განსაზღვრავს იმ პოლიტიკურ კონფიგურაციას, რომელიც იქნება ქვეყანაში. წინასწარ ამაზე საუბარი არ მსურს.
ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი და გასაგები ხალხისთვის. ჩვენ ვიბრძვით ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. ჩვენ პარტნიორად განვიხილავთ ყველას, ვისაც იგივე ამოცანა ამოძრავებს, სხვა პარტიების პოზიცია მათი არჩევანია და ცხადია, ამაზე ზეგავლენას ვერ მოვახდენთ“
კომენტარები