“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მყავდა ოცნებამდე ერთი კოორდინატორი სამგორის რაიონში. ახალგაზრდა კაცი. იმედი მქონდა მისი. თუმცა თვალები არა მარტო ბებრის გაცვეთილი ნიფხავის ფერი, არამედ უნდო და აცეცებული ქონდა. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი როგორც მან მიღალატა პირველმა. ერთ დღეს ვხედავ გამოუცხვია დიდი ტორტი, დაუწერებია ოცნების ნომერი. რამდენიმე დღეში ჩხოროწყუს გამგებლობაც დაირტყა. თურმე სად ვიყავი და იზორიას შემოგზავნილი ყოფილა პარტიაში. დავით გოგუა, დღეს ვუყურებ ჩხოროწყუში მიმდინარე იზორიულ მარაზმს და ვიცანი ამ არაკაცის ხელწერა. ეს უბრალოდ პატარა მოგონება გაგიზიარეთ, თორემ ეს არსება აღარც მახსოვდა.”
კომენტარები