„ჩვენი პოლიტიკის ფილოსოფია მარტივია, უარს ვამბობთ ქართულ პილიტიკაში დამკვიდრებულ ერთმანეთის ჩაძირვის, ერთმანეთის ლანძღვა- გინების კამპანიაში მონაწილეობაზე“ – ასე აფასებს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი. როგორც პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, პარტიას მკვეთრად განსაზღვრული სტრატეგია აქვს და ამ ხაზის გადაკვეთას არ აპირებენ. მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოკლევადიანი საარჩევნო პროექტი კი არა არამედ ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიაა.
„სტრატეგია აღმაშენებელს გვაქვს მკვეთრად განსაზღვრული აღმშენებლობის სტრატეგია, შესაბამისად, რაც არ უნდა თქვას ნებისმიერმა სხვა პარტიის ლიდერმა ან წარმომადგენელმა, ამ სტრატეგიის გენერალური ხაზისგან გადახვევას არ ვაპირებთ.
ჩვენი პოლიტიკის ფილოსოფია მარტივია, უარს ვამბობთ ქართულ პილიტიკაში დამკვიდრებულ ერთმანეთის ჩაძირვის, ერთმანეთის ლანძღვა- გინების კამპანიაში მონაწილეობაზე, რადგან ზუსტად ვიცით, რომ თუ გვინდა წარმატება, ჩვენი ეროვნული ენერგია, რასაც ერთმანეთის დაპირისპირებაში ვხარჯავთ, აღმშენებლობისა და ერთიანობისკენ მივმართოთ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ არის მოკლე ვადიანი საარჩევნო პროექტი. ეს არის საქართველოს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია და დიდი ხნით ვაპირებთ ქართულ პოლიტიკაში ყოფნას. შესაბამისად, ჩვენ ვერ მივიღებთ დიდაქტიკურ ტონს იმ პარტიების წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც:
1. თავად მიუძღვით ლომის წვლილი „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანაში და დღეს ისე აქებენ სააკაშვილს, როგორც წარსულში ივანიშვილს, ან პირიქით, ისე ლანძღავენ ივანიშვილს, როგორც წარსულში სააკაშვილს.
2.ადამიანებისგან, რომლებიც პირადად წარმოადგენენ დარღვეული შეთანხმებებისა და პირობების ნათელ მაგალითს და ურცხვად ცდილობენ ამის სხვისთვის დაბრალებას.
3. ადამიანებისგან, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპი და ყველა არჩევნების წინ იმის მიხედვით იცვლიან პოლიტიკურ აზრსა და განწყობას, რაც უფრო დაეხმარებათ პირადი კომფორტის ზონის მოპოვებაში.
ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია მსგავსი ფსევდო მორალი და მავნე პოლიტიკური კულტურა, სიტყვით და ქმედებით ყოველდღიურად ვემიჯნებით მას“ – პაატა მანჯგალაძე
კომენტარები