სოციალურ ჯგუფში “ანიტასთვის” გუშინ ღამით დაიწერა ინფორმაცია, რას ეუბნებოდა და რას პირდებოდა კლინიკა და ექიმი ანიტას ოჯახს – ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, სისხლდენა ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს:
? ანიტას აქვს შინაგანი სისხლდენა, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ ორგანიზმი ვეღარ ეგუება ეკმოს აპარატს.
? ექიმ ბალაკრიშნანის თქმით, ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვს, იგი ცდილობს მოძებნოს საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ამ ეტაპზე განიხილება გულის ორივე პარკუჭზე აპარატის დაყენება, თუმცა გასათვალისწინებელია სეფსისის კუთხით მდგომარეობა.
? გაკეთდა სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომლის პასუხსაც გარკვეული დრო სჭირდება.
? როგორც აგვიხსნეს, სისხლდენა სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, ამიტომ, გრძელდება მკურნალობა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა
კომენტარები