ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა:
„ქვეყანა უკონტროლო ფაზაშია, იმისთვის, რომ არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და ჰოსპიტლები არ გადაიჭედოს, და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარებაზე უარი არ ეთქვათ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მოდელზე. ეს ნაბიჯები გადაიდგა და ახლა მთავარია პრაქტიკაში სწრაფად დაინერგოს. ამის პროტოკოლი არსებობს და ბრძანებაც ალბათ მალე გამოვა. ოჯახის ექიმებმა უნდა მართონ პაციენტები ბინაზე დისტანციურად”
კომენტარები