22 სექტემბერს, ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაშავებულია ორი პირი: ქვეითი და ავტობუსის მგზავრი, რომელიც დამუხრუჭებისას დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
on.ge
კომენტარები