„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად გიული ალასანია განიხილებოდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საბოლოოდ გიული ალასანიამ შეთავაზებაზე უარი თქვა და პარტიის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სავარაუდოდ, ზუგდიდელი ექიმი მალხაზ ჯალაღონია იქნება.
ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით პარტიის ზუგდიდის ოფისში აცხადებენ, რომ 21:00 საათზე დაგეგმილ მაჟორიტარების წარდგენას უნდა დაველოდოთ.
„ენმ“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს ოფიციალურად წარადგენს.
კომენტარები