თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, გიორგი ხუმარაშვილი კომიდან გამოვიდა. 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ხუმარაშვილის ოჯახი ზურაბ ბექაურის დაკავებას ითხოვს:
“სამმართველოს პოლიციას უნდობლობას ვუცხადებ და შევიტანე გენერალურ პროკურატურაში ჩემი შვილის საქმე, რომ ეს პიროვნება დააკავონ. მტკიცებულებებს ელოდებიან, რა მტკიცებულებებს ელოდებიან? საკმარისი ის არ არის, მოვიდა, სცემა ჩემი შვილი და თვითმკვლელობამდე მივიდა”
შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს თამაზ მეჭიაურის მძღოლმა საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა და ოჯახის მონათხრობის მიხედვით, მომხდარს წინ უძღოდა დაპირისპირება თიანეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულთან, ზურაბ ბექაურთან.
კომენტარები