ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 213 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 9690-ს გადააჭარბა, სრულად კი მხოლოდ 171 ადამიანი განიკურნა.
ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 18 ქვეყანაში კორონავირუსის 105 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ლეტალური შემთხვევები მხოლოდ ჩინეთში დაფიქსირდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელება საერთაშორისო მნიშვნელობის სამედიცინო საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა.
კომენტარები