2011 წლის 26 მაისის აქციაზე დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
როგორც გარდაცვლილის მეგობარი, მარეხი ლობჟანიძე აცხადებს, იმ ღამით (26 მაისს) გელა ისე სცემს, რომ საავადმყოფში მისულებმა ვერ იცნეს.
„როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან დამნაშავეები, დასახვრეტები იგივე წვლილი მიუძღვის დღევანდელ ხელისუფლებას, მათი სანაგვიდან ამოყვანაში, გარეცხვაში და ისევ ცხვირში „შემოტენვაში“. არ უნდა ვუყურებდეთ ტელევიზორში გვარამიას და არც ბოკერიას,“- აცხადებს მარეხ ლობჟანიძე.
ის ასევე 26 მაისის ღამეს იხსენებს და ყვება, რომ გელა ბაქრაძე სრულიად ჯანმრთელი იყო. მძიმე დაზიანებები კი, სწორედ დარბევის დროს მიიღო.
„იმ ღამით, როცა დარბევა დაიწყო ქაშუეთის მხარეს ვიყავით. პირველი დარტყმაც იქიდან წამოვიდა. ისეთი ნაცემი იყო, საავადმყოფოში რომ ვეძებდით ვიზუალურად ვერ ვიცანით. თავი და სახე გასიებული ჰქონდა. ფილტვები და გულის მხარე დაჟეჟილი. ნატყვიარი ტკიოდა. ძლივს შეუხორცდა. მანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო. ინტოქსიკაციაც მიიღო. ბოლოს ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს,“ – განგვიცხადამარეხი ლობჟანიძემ.
როგორც მეგობარი იხსენებს, 2011 წლის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე შეირყა, რომ ეს წლები მუდმივად ტკივილები ჰქონდა.
„მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ცდილობდა მაინც ეკეთებინა საქმე, რაღაც დროის განმავლობაში ტაქსაობდა კიდეც. თუმცა დარბევის დროს მიღებულმა ტრავმებმა თავისი შედეგი გამოიღო“,- ამბობს მეგობარი.
კომენტარები