• რეკლამა
  • კონტაქტი
00:14, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელომ” ივანიშვილი დებატებში გამოიწვია ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად და არა “ქართული ოცნების” უუნარობის ხაზგასმისთვის – ბადრი ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
00:47 09-25-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

“დებატები არა პოლიტიკური ქულების დასაწერად, არამედ ხალხის სასიკეთოდ,”-ასე აფასებს “ლელოს” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე ამავე პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას. 
ჯაფარიძის თქმით, ქვეყანა არის უკიდურეს ეკონომიკურ კრიზისში, ყველა მიმართულებით  პრობლემაა და პოლიტიკოსებმა უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ იმ  მდგომარეობიდან, სადაც  “ქართული ოცნების” გამო ვართ. 
“სწორედ ამიტომ, დებატები აუცილებელია, რათა  საზოგადოებამ დაინახოს, რომ  პოლიტიკოსები მსჯელობენ და ეძებენ გამოსავალს.  დებატები ერთადერთი გზაა, რომ რეალურად გასაჯაროვდეს, ვინ რას აკეთებს, რადგნ  ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები მოგზაურობენ სხვადასხვა რეგიონში, ვიწრო წრეში ხვდებიან მხარდამჭერებს და ეს პრობლემები ყოველდღიურად მხოლოდ ღრმავდება, ადამიანები ეჯახებიან უმძიმეს ეკონომიკურ ფონს. ერთხელ  სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს პრაქტიკა, რომ  პოლიტიკოსები პასუხისმგებლიანად იქცევიან და საჯაროდ, საზოგადოების თვალწინ მსჯელობენ შექმნილ ვითარებაზე და ეძებენ გამოსავალს,”- განაცხადა ჯაფარიძემ. 

“ლელოს” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, მისი პარტიის მიერ “ქართული ოცნების” ლიდერების დებატებში გამოწვევა ემსახურება არა იმას, რომ პოლიტიკოსები  გამოჩდნენ  საჯაროდ, არამედ იმას, რომ შედგეს დებატები მოსახლეობის საკეთილდღეოდ. 
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, მითუმეტეს მმართველი პარტიის  თავჯდომარე, ვალდებულია, საზოგადოების წინაშე გამოვიდეს, იმსჯელოს შექმნილ პრობლემებზე, ეძებოს გამოსავლის გზები. ჩვენ ეს გზა მათ არაერთხელ შევთავაზეთ. დღესაც წარვადგინეთ  ჩვენი პროგრამა იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნელ-ნელა გამოსვლა ამ უმძიმესი კრიზისიდან.  ჩვენი განცახდება ემსახურება  ერთადერთ მიზანს – რომ მოვახერხოთ და ხელისუფლება ჩართოთ ამ განხილვაში, გამოსავლის გზების ძიებაში. სამწუხაროდ, ყველა ლიდერი არიდებს თავს მსჯელობასა  და პოლემიკას.მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის ბიძინა ივანიშვილი, გახარია არის დაკავებული საჩხერის მოდელის შესწავლით. ჩვენ გვჭირდება ადამიანთან პოლემიკა, დიალოგი, დებატები იმასთან, ვინც რეალურად იღებს  გადაწყვეტილებებს და ასეთი ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ გამოიწვია ის  მამუკა ხაზარაძემ დებატებში. ურთულესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ადამიანები, პრაქტიკულად, არიან სიღატაკის ზღვართან,  ეროვნული ვალუტა ყოველდღე უფასურდება ახლა  ამაზე უნდა ვისაუბროთ და არა ჩვენს თანამდებობებზე,”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თეგები: ბადრი ჯაფარიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved