მიშა რამიშვილის ე.წ. წყარო, დავით ფურცხვანიძე დააკავეს. დაკავებული ფურცხვანიძის მეუღლე „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ამბობს, რომ მეუღლის დაკავების შესახებ დილით გაიგო:
„არაფერი არ ვიცი, ახლა წავიდა ჩემი შვილი. ის მოაგვარებს. მეძინა, დილით, როცა გავიღვიძე გავიგეთ, რომ დააკავეს. ჩემი შვილი წავიდა ახლა სადაც არის და წამლები წაუღო. მეტი მე არაფერი არ ვიცი“
ცნობისთვის, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
საქმე ეხება ე.წ სატელიტის ფოტოებს, რომლის საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, იმ ადგილზე სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს. პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია.
ფოტოები მიხეილ რამიშვილს “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.
კომენტარები