თბილისი გაზისგასამართ სადგურებში “ალიას” თანამშრომლებს მოგვცეს სტიკერები – “ჩვენ ვიჩაგრებით – გაზის აქციზი უსამართლოა!” როგორც ჩანს, ყველას ურიგებენ.
“ალია” რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ თხევადი აირის აქციზმა მოიმატა.
“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი კი წერს, რომ ევროკავშირის დადგენილების მიხედვით, 4 ჯერ ნაკლები უნდა იყოს, თხევადი გაზის ფასი, ვიდრე ბენზინის საწვავის ფასი.
საქართველოში მალე ბენზინის და გაზის ფასი გათანამბრდება.
რამდენი ადამიანი შეუერთდება პროტესტს – გაზის აქციზი უსამართლოა, რამდენი ადამიანი გააკრავს ამ სტიკერს მანქანასა, თუ სახლის კარებზე – მალე გამოჩნდება.
ფაქტი ერთია, ხელისუფლება, ყველა სფეროში მომუშავე ადამიანებს უქმნის ფინანსურ პრობლემებს და პროტესტის ტალღა, ახლა უკვე თხევადი გაზის შემომტანმა კომპანიებმა დაიწყეს.
კომენტარები