თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი 4 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ არაფერი აწუხებთ.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთის ორ მოქალაქეს H1N1 ვირუსი დაუდგინდათ.
მისი განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევებით, ამ მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ, თუმცა საბოლოო პასუხის მიღების მიზნით, მონაცემები საზღვარგარეთ გაიგზავნება.
ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
კომენტარები