ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“რაც დავიბადე არაფრით შემიწუხებია ღმერთი, მარტო ახლა ბოლოს ანიტა ვთხოვე ეჩუქებინა.
არ მაჩუქა.
არც ბავშვს აჩუქა სიცოცხლე.
არც მის მშობლებს შვილით ბედნიერება.
არც უამრავი ადამიანის ლოცვა ისმინა.
და მე არ ვიცი რა ვთქვა.
და სადაც მე არ ვიცი რა ვთქვა, იქ ნურც სხვა იტყვის ნურაფერს.
მოუფრთხილდით შვილებს და ერთმანეთს და ყოველ წუთს. მოუფრთხილდით და დააფასეთ. მერე არაფერი შველის. მერე ხავსია, ჩაუჭიდებელი ხავსი და თავის მოტყუება.
დატკბით ყოველი წუთით და იყავით ბედნიერები და დააფასეთ ბედნიერება.
და არც ერთ სიტყვაზე არ მითხრათ, რომ რაიმე სხვანაირადაა.
არ მედავოთ, ყველაფერი ასეა და მე ამას ამ წუთას ვცხოვრობ.
კომენტარები