„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მოვუწოდებ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარი დავითგარეჯიდან, გაეცნოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ისტორიულ დოკუმენტებს,რომლის მიხედვითაც იურიდიულად დასტურდება რომ დავითგარეჯი იყო,არის,იქნება საქართველო !!! თუ 2007 წელს რაიმე საზღაური აქვს გადახდილი აზერბაიჯანულ მხარეს სააკაშვილისთვის, (რათა ეყიდათ დავითგარეჯი), შეუძლიათ სააკაშვილს უკან მოთხოვოს მილიონები ,მაგრამ დავითგარეჯი სასწრაფოდ უნდა დატოვოს შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება მოთხოვნა, რომ დაგვიბრუნდეს ერთა ლიგის მიერ საქართველოს ტერიტორიად აღიარებული და მიჩნეული საინგილო და ყარაიას ველები, რომელიც ოციან წლებში უკანონოდ გადასცეს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს !!!“
კომენტარები