ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სამთავრობო არხების მთავარ თოქშოუებში მთავარ სპიკერად ირაკლი კობახიძის გაშვების ლოგიკის ახსნას ვცდილობ და ალბათ არის რაღაც გათვლა. თუნდაც ის, რომ ამის დანახვა/მოსმენაზე გონება გებინდება, ლენჩდები, სასოწარკვეთილება გიპყრობს, არაფერი აღარ გინდა, აღარც წარსული, აღარც მომავალი, ვეღარ ხვდები რომელ რეალობაში ხარ, სადღაც უწონადობაში გადადიხარ და ეგეთ დროს ალბათ ან საერთოდ არ მიდიხარ არჩევნებზე ან ფიქრობ, რაც არის იყოს, ჯანდაბას და ხაზავ 41–ს.
რაღაც ფსიქოტროპული იარაღივით არის ხო ალბათ? აბა სხვა რა ჩანაფიქრი უნდა იყოს?”
კომენტარები