“სტრატეგია აღმაშენებლის” სპიკერის თეონა აქუბარდიას განცხადებით, დედაქალაქის მერია კვლავინდებურად აგრძელებს პოლიტიკური მოძრაობის მიმართ ჯარიმების გამოწერას და კვლავინდებურად ზღუდავს მათ საარჩევნო კამპანიას. აქუბარდიას თქმით, ჯარიმების მოცულობა 70 ათას ლარს მიაღწია, რომელიც საკმაოდ არაბუნებრივია და რაც “საერთაშორისო გამჭვირვალობამაც” საქმის შესწავლის შემდეგ მუნიციპალური სამსახურების ქმედებების არასამრთლიანობა დაადასტურა.
„ სამწუხაროდ თბილისის მერია აგრძელებს „სტრატეგია აღმაშენებლის „ წინააღმდეგ წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლას. ივლისიდან მოყოლებული სექტემბრის ბოლომდე პარტიას აქვს მერიის მუნიციპალური სამსახურის მხრიდან 70 000 ლარზე მეტი ჯარიმა გამოწერილი. წინასაარჩვენო კამპანიის ხელშეშლა მერიის მხრიდან გრძელდება და ამასთან დაკავშირებით თბილისის მერიის სამსახურის მხრიდან ხდება კანონის ინტერპრეტაცია. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ პერიოდის მანძილზე თბილისის მეტრო სადგურებზე აგროვებდა წინასაარჩევნო აქციისა და კამპანიის მიმდინარეობისას ხელმოწერებს. როგორც ცნობილია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პარტიას გვაქვს წინასაარჩევნოდ გაცდახებული საბანკო სესხების განახევრების შესახებ დაპირება და სწორედ, აი, ამ კამპანიის პერიოდში თბილისის მერიის სამსახურები ყოველდღიურად გვიგზავნიან საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯარიმებს. ამასთან, დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“-ს, რომელმაც აღნიშნული საქმე შეისწავლა და თავისი დასკვნის შესაბამისად მათ მიიჩნიეს, რომ პარტიის მიმართ გატარებული სანქციებით ირღვევა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება და შესაბამისად, მერიის სამსახური ხელს უშლის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი სექტემბრიდან, როდესაც ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია პარტიის წინააღმდეგ არის 5 000 ლარის ჯარიმა გამოწერილი და ისევ და ისევ საუბარია საბანკო სესხების მოთხოვნაზე, რომელიც ჩვენი წინასაარჩვენო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნაცვლად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მერიამ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არ შეგვიზღუდოს, ისინი გვეუბნებიან, რომ ის კარვები, რომლებსაც დროებით ვანთავსებთ მეტრო სადგურებთან ხელმოწერების შეგროვების მიზნით არის თბილისის იერსახის დამახინჯება და თურმე ჩვენ, როგორც კომერციულმა ორგანიზაციამ ისე უნდა შევისყიდოთ ფართი წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. „ საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“-ს ანალიზში და დასკვნაში აღნიშნულია, რომ რა თქმა უნდა პარტიას წინასაარჩვენო პერიოდის ფარგლებში ჰქონდა და აქვს მსგავსი კამპანიის ჩატარების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრეთ ეს საქმეები, მერია პასუხს გვიგვიანებს და ამასთან ერთად აგრძლებს ყოველდღიურად პარტიისთვის ჯარიმების გამოგზავნას. ცალსახაა, რომ ეს არის „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ წერილობით უკვე მივმართეთ და მერიას, რომ დაიცვან კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ და შეწყვიტონ პარტიისთვის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რადგან ეს ეწინააღმდეგება როგორც კანონს, ასევე ხელს უშლის თავისუფალ და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რომლის პირობასაც მთავრობა დებს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის ვხედავთ სხვადასხვა სახით ამ პირობის დარღვევას“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
კომენტარები